სსიპ ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლა
კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ისტორიულ წყაროებზე მუშაობის დროს X კლასში
(პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში)
ისტორიის მასწავლებელი: სოფიკო ადუაშვილი
2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი-----------------------------------------------------------------------------------------
4
I თავი - საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები
და ამოცანები.
1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის/კლასის შესახებ ------------------------------------------
6
1.2 პრობლემა და საკვლევი საკითხი---------------------------------------------------------
6
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ----------------------------------------
7
1.4 კვლევის მიზანები და ამოცანები---------------------------------------------------------
7
II თავი - ლიტერატურის მიმოხილვა
2.1 ლიტერატურის მიმოხილვა --------------------------------------------------------------
8
III თავი პრაქტიკული კვლევის არსი
3.1 პრაქტიკული კვლევის არსი
------------------------------------------------------------- 18
3.2 ძირითადი საკვლევი თემის კითხვები/ქვეკითხვები----------------------------------18
3.3 კვლევის გეგმა
------------------------------------------------------------------------------19
IV თავი - კვლევის დიზაინი
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
-----------------------------------------------------------------20
4.2 კვლევის მეთოდები
-----------------------------------------------------------------------20
V თავი - კვლევის შედეგები
5.1 მონაცემთა ანალიზი
-----------------------------------------------------------------------21
5.2 კვლევის მიგნებები
------------------------------------------------------------------------28
5.3 ინტერვენციები ----------------------------------------------------------------------------29
5.4 განხორციელებული ცვლილებები
------------------------------------------------------30
VI თავი - ინტერვენციის შეფასების მეთოდები, შედეგები
და მათი ანალიზი, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები, მოცემულია კვლევისას გამოყენებული
ლიტერატურა, კვლევის დანართები
6.1 ინტერვენციების შეფასების მეთოდები
-------------------------------------------------30
6.2 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
-----------------------------------------31
6.3 რეკომენდაციები
---------------------------------------------------------------------------31
6.4 კვლევის ნაკლოვანებები
------------------------------------------------------------------32
6.5 დასკვნა
--------------------------------------------------------------------------------------32
6.6 ბიბლიოგრაფია
----------------------------------------------------------------------------34
დანართები
დანართი 1
--------------------------------------------------------------------------------------36
დანართი 2
--------------------------------------------------------------------------------------37
დანართი 3
--------------------------------------------------------------------------------------38
დანართი 4 --------------------------------------------------------------------------------------40
დანართი 5
-------------------------------------------------------------------------------------41
დანართი 6
-------------------------------------------------------------------------------------41
დანართი 7 -------------------------------------------------------------------------------------42
რეფლექსია
პრაქტიკული კვლევის რეფლექსია
---------------------------------------------------------43
შესავალი
წინამდებარე
ნაშრომი წარმოადგენს
სსიპ ქ. დმანისის N3 საჯარო
სკოლაში განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს, რომლის მიზანია X კლასში ისტორიულ წყაროებზე მუშაობის
დროს მოსწავლეებში გამოვლენილი კრიტიკული აზროვნების დეფიციტის მიზეზების დადგენა და
ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი ღონისძიებები.
ნაშრომი შედგება ექვსი
თავისგან: I თავ-ში განხილულია საკვლევი საკითხის
მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები. II თავ-ში მოყვანილია ლიტერატურა თემიდან
გამომდინარე და მოცემულია მათი ანალიზი. III თავი - პრაქტიკული კვლევის არსი. IV თავი
- კვლევის დიზაინი, სადაც განხილულია თეორიული სტრუქტურა და მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც
განვიხილეთ ვარაუდები. V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს,
აღწერილია კვლევის მიგნებები, განხილულია ინტერვენციის დაგეგმვა. VI თავი - მოცემულია ინტერვენციის შეფასების მეთოდები,
შედეგები და მათი ანალიზი, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები, დასკვნების შეჯამება,
კვლევისას გამოყენებული ლიტერატურა, კვლევის დანართები.
კრიტიკული აზროვნება XXI საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი
უნარია, რადგან სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება შეიძლება ეროვნული სასწავლო გეგმის
ამოსავალ წერტილად მივიჩნიოთ, რომ მოსწავლემ აზროვნება ისწავლოს და ის მხოლოდ ნასწავლის დამახსოვრებაზე არ იყოს კონცენტრირებული.
,,ეროვნული
სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი
უნარები და ღირებულებები:
· ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;
· შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;
· არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით;
როგორც ვიცით, კრიტიკული
აზროვნების სწავლება და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება რთული ამოცანაა, ამას
პრაქტიკული გამოცდილებაც გვიჩვენებს, ამიტომ სწავლა-სწავლების არაერთი თეორია სწორედ
ამ მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული, რადგან თუ ადამიანი კრიტიკულად აზროვნებს, ის
მხოლოდ მასალის გაზეპირება-დამახსოვრებას არ ცდილობს. კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლის
განვითარებით ვზრდით მათ მოტივაციას და ჩართულობას, რაც ნებისმიერი მიზნის განსახორციელებლად
აუცილებელი პირობაა.
,,1995 წლის
28 აპრილის სტატიაში „უმაღლესი განათლების ქრონიკები” გაკეთებული
იყო შემდეგი განცხადება: კრიტიკული
აზროვნება ეფექტიანი კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის ქვაკუთხედია. ის საშუალებას
გვაძლევს, დავუკავშიროთ შინაარსის ცოდნა ისეთ განსხვავებულ მიზნებს, როგორიცაა თვითშფასება,
თვითდისციპლინა, მრავალმხრივი განათლება, ეფექტიანი თანამშრომლობითი სწავლა და პრობლემის
გადაჭრა. ის საშუალებას აძლევს ყველა ინსტრუქტორსა და ადმინისტრატორს, აიმაღლოს საკუთარი
სწავლისა და აზროვნების დონე.“[2]
ეს კვლევა ერთგვარი გზამკვლევია მასწავლებლებისთვის,
რომელიც დაარწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია თუნდაც მცირედი ინტერვენციებით დაეხმარონ
მოსწავლეებს წერილობით წყაროებზე მუშაობისას კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებაში.
მიუხედავად იმისა, რომ
წინამდებარე კვლევა განვახორციელე 2018-2019 სასწავლო წელს, რომელიც მიმდინარეობდა
8 თვე, ამ კუთხით სამუშაო კიდევ ბევრია და
ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა.
I თავი
1.1 მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ
კვლევა
ჩატარდა სსიპ ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლის მეათე კლასში, სადაც სწავლობს 8 მოსწავლე.
კლასში სწავლობს 4 ვაჟი, 4 გოგონა. კვლევაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. მოსწავლეებთან
ვმუშაობ თანამედროვე მიდგომებით. ვკითხულობ შესაბამის ლიტერატურას, მიღებულ ცოდნას
და გამოცდილებას ვნერგავ სწავლის პროცესში.
კლასში ძირითად ბირთვს
წარმოადგენს 2 მოსწავლე. დაბალი აკადემიური შეფასებით გამოირჩევა 1 მოსწავლე, დანარჩენი
5 მოსწავლე კი საშვალო აკადემიური შეფასებით გამოირჩევა.
|
მაღალი აკადემიური შეფასება
|
საშუალო აკადემიური შეფასება
|
დაბალი აკადემიური შეფასება
|
გოგო
|
25%
|
25%
|
|
ბიჭი
|
|
37.5%
|
12.5%
|
1.2 პრობლემა და საკვლევი საკითხი
პრაქტიკა გვიჩვენებს,
რომ მოსწავლეებს, ზოგადად, ძალიან უჭირთ ისტორიულ წყაროებზე მუშაობა, ანალიზი, დამოუკიდებელი
აზროვნების ჩამოყალიბება, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეზარებათ ან არ უყვართ
,,ზედმეტად თავის შეწუხება“. ურჩევნიათ ,,მზა პროდუქტის“ მიღება, ვიდრე საკუთარი ნააზრევით
გაჯერებულის წარმოჩენა.
კვლევის საწყის ეტაპზე,
როდესაც ვაანალიზებდი პრობლემას გამიჩნდა უამრავი კითხვა. ვფიქრობდი, ეს საკითხი ხომ
არ იქნებოდა პრიორიტეტული? მაქვს შესაძლებლობა მივაღწიო წარმატებას? გაწვდებოდა თუ
არა ჩემი უნარები და შესაძლებლობები ამ საკითხის კვლევას? ეს ის კითხვები იყო რომლებიც
გამიჩნდა კვლევის დაწყების წინ.
ვიდრე შევჯერდებოდი საბოლოო
იდეაზე თუ რა თემაზე დამეწერა კვლევა, მქონდა სხვადასხვა იდეა. როდესაც შევედი მეათე
კლასში, სადაც ისწავლებოდა შესავალი ისტორია, წყაროებზე მუშაობისას, მოსწავლეთა უმრავლესობაში
აღმოვაჩინე კრიტიკული აზროვნების დეფიციტი, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: არგუმენტების
გამყარების, გააზრებული გადაწყვეტილების მიღების,
მათი მოსაზრებების განმტკიცების,საწინააღმდეგოშეხედულებების, კავშირების მოძებნის,თვითრეალიზების
დეფიციტის, პარალელების გავლების უუნარობაში. რამაც დამაფიქრა და აღმიძრა მოტივი, რომ
გამომეკვლია სწორედ ეს პრობლემა და ნაშრომიც დამეწერა ამ თემაზე.
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
კრიტიკული აზროვნების
დეფიციტის მიზეზების დასადგენად და ამ პრობლემის
გადასაჭრელად გამოვკვეთე რამდენიმე სავარაუდო მიზეზი:
ü წყაროს სიდიდე
ü
წყაროზე მუშაობის სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება
ü
წიგნიერების დაბალი დონე
ü
წყაროს არქაული სალიტერატურო ენა
ü
აღქმა იმისა რაც მხოლოდ სხვამ შექმნა - სხვისი ნააზრევის
დამახსოვრება
ü
წყაროების დამოუკიდებლად კითხვისა და მასზე საკუთარი
წარმოდგენის ფორმულირების უუნარობა.
ü
წყაროებზე მუშაობისას დამაჯერებელი არგუმენტების - მტკიცებულებების
არ ქონა.
1.4 კვლევის მიზნები და ამოცანები
კვლევის მიზანია:
ü დადგინდეს მოსწავლეებში
წერილობით წყაროებზე მუშაობისას კრიტიკული აზროვნების დეფიციტის გამომწვევი მიზეზები.
ü გამოინახოს პრობლემის
გამოსწორების ოპტიმალური გზები.
ü შემუშავებულ იქნას რეკომენდაციები.
ü დაიგეგმოს და განხორციელდეს
ინტერვენციები, რომელიც შეუწყობს ხელს წერილობით წყაროებზე მუშაობისას კრიტიკული აზროვნების
ამაღლებას.
კვლევის
ამოცანები:
ü
რატომ განიცდიან კრიტიკული აზროვნების დეფიციტს მე-10
კლასის
მოსწავლეები?
ü რომელი აქტივობებით შეგვიძლია
გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?
ü რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს
წერილობით წყაროებზე
მუშაობისას კრიტიკული აზროვნება?
ü
რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს წყაროებზე მუშაობისას
დამაჯერებელი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოყვანა?
ü
ეხმარება თუ არა მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება პრობლემების
გადაჭრაში.
II თავი
ლიტერატურის მიმოხილვა
თუ ადამიანს არ აქვს კრიტიკული
აზროვნება, ვერ შედგება XXI საუკუნის ადამიანად.
გავეცანი დევიდ ქლუსთერის
ნაშრომს კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით,რომელიც ხუთ ძირითადად ნიშანს გამოყოფს:
1.
კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელი აზროვნებაა.
2.
ინფორმაციის მიღება კრიტიკული აზროვნების საწყისი ეტაპია
და არა საბოლოო შედეგი.
3.
კრიტიკული აზროვნება იწყება პრობლემის დასმიდან და მისი
გაცნობიერებიდან.
4.
კრიტიკული აზროვნება მოითხოვს დამაჯერებელ არგუმენტაციას.
5.
კრიტიკული აზროვნება სოციალური აზროვენებაა.
,,კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის მანიპულირება პრაქტიკულად
შეუძლებელია“[3]-ამბობს ქლუსთერი და მეც ვეთანხმები
მის ნააზრევს.
უამრავი ადამიანი მსჯელობს
იმაზე, რომ კრიტიკული აზროვნება აუცილებელია. კრიტიკული აზროვნება საჭიროა ყველგან,
სკოლაში როდესაც სწავლობ გაკვეთილებს, ცხოვრებაში როდესაც გჭირდება გადაჭყვეტილების
მიღება. ამ მოსაზრების დასადასტურებლად მოგიყვანთ
სიმონ ჯანაშიას სიტყვებს:
,,კრიტიკული აზროვნების უნარი ეხმარება ადამიანს სწორი
ნაბიჯები გადადგას თავის ცხოვრებაში, არ იყოს მანიპულაციების მსხვერპლი, შეეძლოს დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღება, რაც იქნება მისთვის ან მის გარშემო მყოფი ადამიანებისათვის
სასიკეთო. აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს კრიტიკულად
აზროვნება. მაგალითად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანი აღარ იქნება
მარტივად მართვადი, არ იქნება ოპონენტის მარიონეტი. კრიტიკული აზროვნება ასევე ნიშნავს
პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ქმედებებზე.“[4]
კრიტიკული აზროვნება აუცილებელია,
როდესაც განვიხილავთ ისტორიულ წყაროებს. კრიტიკული აზროვნებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ
წყაროზე, მის ნამდვილობაზე, რომელი წყარო უფრო სანდოა და რომელი შეგვიძლია დავაყენოთ
ეჭვქვეშ.
დღესდღეობით ცუდად არის
აღქმული კრიტიკული აზროვნება, ადამიანები თვლიან რომ ის არის უარყოფითი კრიტიკა. ბევრი
მიიჩნევს, რომ კრიტიკულად აზროვნებ მაშინ როდესაც რაღაც არ მოგწონს. მასწავლებლებმა
ყურადღება უნდა გაამახვილონ ამ საკითხზე და ეცადონ სხვადასხვა მეთოდებით აუხსნან და
შეასწავლონ კრიტიკული აზროვნება.
,,კრიტიკული
აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული
მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;
ინფორმაცია
წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას,
რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად;
კრიტიკული
აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით;
კრიტიკული
აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს
პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებებს გონივრული არგუმენტებით,
საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება,
მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი.’’[5]
კრიტიკული აზროვნებისადმი
მიდგომა დღესდღეობით აქტუალური გახდა, ექსპერტები გვთავაზობენ კრიტიკული აზროვნების
ხელშეწყობისათვის სხვადასხვა რეკომენდაციას: ,,ბოლო ათწლეულების მანძილზე კრიტიკული
აზროვნების განმარტებამ მცირე ცვლილებები განიცადა, ერთ-ერთი მოსაზრებით, კრიტიკული
აზროვნება წარმოადგენს ფაქტების ანალიზს, იდეების ორგანიზების, შეხედულებების დაცვის,
შედარებების გაკეთების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების
გადაჭრის უნარს. სხვა განმარტების მიხედვით, ეს არის მსჯელობის გზა, რომელიც მოითხოვს
პიროვნების შეხედულებების შესაბამისი არგუმენტების გამყარებას და მისი მოსაზრების სიმტკიცეს,
სანამ საწინააღმდეგო შეხედულებას მყარი საფუძველი არ ექნება. მესამე მოსაზრების მიხედვით,
კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ლოგიკურ, რეფლექსურ აზროვნებას, რომლის მიზანია, გადავწყვიტოთ:
რა დავიჯეროთ და რა -არა. აღნიშნული ცნების განმარტება მრავალნაირად შეიძლება, თუმცა
ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ: რთული საკითხების გადაჭრისთვის ეფექტური გზების
მოძებნის საჭიროება. იმ ექსპერტთა აზრით, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას იკვლევენ, მოსწავლისთვის,
რომელიმე საკითხზე მუშაობა მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ის ლოგიკური მიზნისკენ
არის მიმართული. როცა მოსწავლეებს სთხოვენ, განიხილონ მიზეზები და წარმოადგინონ საკითხის
გადაჭრის გზები, ისინი იწყებენ კრიტიკული აზროვნების საშუალებით პრობლემების იდინტიფიცირებას,
გაანალიზებასა და გადაჭრას.“[6]
უამრავი ადამიანი ირწმუნება
კრიტიკული აზროვნების უნარის აუცილებლობას. მათ შორის არის ჯერომ ბიკენბახი. ის სვამს
კითხვას: ,,არის თუ არა კრიტიკული აზროვნების ადგილი ლიბერალურ-დემოკრატიულ საზოგადოებაში,
რომელიც ტოლერანტობას, პლურალიზმს, სიტყვისა და სინდისის თავისუფლებას ქადაგებს? ამ
კითხვაზე თავად სცემს დადებით პასუხს და ამბობს: კრიტიკული აზროვნება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი,
არამედ აუცილებელიცაა, ვინაიდან შეფასებითი განცხადებებისა და განსჯის გარეშე ასეთი
საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. თუ ,,გონივრულობის სტანდარტით“ არ ვიხლმძღვანელებთ,
ის აზრები წამოიწევს წინ, რომლებსაც ყველაზე აქტიური გამხმოვანებლები ჰყავს და ყველაზე
კარგი ,,მარკეტინგი“ აქვს, ამიტომ ლიბერალურ დემოკრატიას ყველაზე მეტად კრიტიკული აზროვნება
შეეფერება.“[7]
ყოველთვის არ არის საჭირო
კრიტიკული აზროვნება. კრიტიკული აზროვნების ნაწილია მიხვდე როდისაა საჭირო არგუმენტების
სანდოობის გადამოწმება. კრიტიკული აზროვნების უნარი გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში,
თუ რა უნდა ვირწმუნოთ, რისი უნდა გვჯეროდეს და/ან რა უნდა გავაკეთოთ, რაც სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია ისტორიის საგანში.
კრიტიკული აზროვნების
სწავლა სხვადასხვა მეთოდებითაა შესაძლებელი. ამ მეთოდების ერთ-ერთი ავტორი არის ტიმ
ვან გელდერი. ის ამბობს, რომ: ,,კრიტიკული აზროვნების განვითარება შესაძლებელია პრაქტიკული
გამოცდილებით, გარკვეული თეორიული ცოდნით, არგუმენტების დიაგრამების გამოსახვით.
ü
პრაქტიკა ხდის სრულყოფილს - ყველამ იცის, რომ უნარის
კარგად
დაუფლებისთვის საჭიროა პრაქტიკა და თანაც ბევრი. ,,პრაქტიკა
სრულყოფილს ხდის“ - არის ხალხური სიბრძნის ნაწილი, რაც მეცნიერებამ ზედმიწევნით გამოიკვლია
და მხარი დაუჭირა: უკეთესი ვერ გახდები პრაქტიკის გარეშე, და ნამდვილად კარგი რომ გახდეთ,
დიდი პრაქტიკაა საჭირო. კრიტიკული აზროვნების უნარებიც არ არის გამონაკლისი“.[8]
ü
ვიზუალური გამოხატვა - ,,სწავლის პერსპექტივიდან გამომდინარე,
არგუმენტების ვიზუალურ გამოსახვას, სტანდარტულ ვერბალურ
პრეზენტაციასთან შედარებით, მთელი რიგი უპირატესობები აქვს. 1. ისინი მსჯელობას უფრო
ადვილად გასაგებს ხდის, ყურადღების ფოკუსირება მოახდინონ კრიტიკულ აზროვნებაზე, ნაცვლად
იმისა, რომ იწვალონ მსჯელობის გასაგებად, რომელიც, ჩვეულებრივ, ზეპირი ტექსტით გადმოიცემა.
2.მას შემდეგ, რაც სტუდენტები ვიზუალურად აღიქვამენ მსჯელობას, უფრო გაუადვილდებათ
მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა, - იყო თუ არა ვარაუდი გამოთქმული, თეზისს სჭირდება
თუ არა დამატებითი მტკიცებულება, ან საპირისპირო არგუმენტი თუ იქნა გათვალისწინებული.
3. როცა არგუმენტები წარმოდგენილია დიაგრამების სახით, უფრო ადვილია კრიტიკული აზროვნების
,,გაფართოება:. მაგალითად, მრავალშრიანი არგუმენტის შეფასება მოიცავს ბევრ სხვადასხვა
ნაბიჯს, რომლებიც უნდა გადაიდგას გარკვეული თანმიმდევრობით. 4. თუ არგუმენტები ასახულია
დიაგრამაში-მკაცრი წესების დაცვით, მასწავლებელს მაშინვე შეუძლოია დაინახოს, რას ფიქრობს
სტუდენტი. ერთმა ინსტრუქტორმა არგუმენტების დიაგრამული ფორმით გამოხატვა შემდეგნაირად
აღწერა: ეს არის აზრების რენტგენში გატარება.
შინაარსის სიცხადე მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, უფრო სწრაფად და გამიზნულად
გასცეს უკუკავშირი, რას ეხება შენიშვნა და რა არის საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად.[9]
ამერიკელი პედაგოგის რობერტ
ენისი გვთავაზობს კრიტიკული აზროვნების კონცეფციას:
,,1. ზრუნავდეს იმაზე,
რომ მისი შეხედულებები და გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული. ამისათვის მას სჭირდება:
ü წყაროებისა და დასკვნების
ალტერნატიული განმარტებების, ახალი ჰიპოთეზების მოძიების უნარი;
ü ინფორმირებულობის მაღალი
ხარისხი;
ü საკუთარისაგან განსხვავებული
თვალსაზრისების განხილვის უნარი;
ü მისწრაფება მრავალმხრივი
ცოდნისა და საკუთარი თვალსაწიერის მუდმივი გაფართოებისაკენ;
2. ფლობდეს როგორც საკუთარი,
ასევე სხვისი პოზიციის ნათლად წარმოდგენის უნარს:
ü ნათლად და ზუსტად ესმოდეს
ნათქვამისა და დაწერილის არსი, სიტუაციის თავისებურებების გათვალისწინებით;
ü ახერხებდეს კონცენტრაციას
საკითხსა და დასკვნებზე, ცდილობდეს, არ ასცდეს ძირითად თემას;
ü ეძებდეს და წარმოადგენდეს
დასაბუთებულ მოსაზრებებს;
ü ითვალისწინებდეს სიტუაციას
მთლიანობაში;
ü კარგად იაზრებდეს საკუთარ
პოზიციას;
3. პატივს უნდა სცემდეს
თანამოსაუბრის აზრსა და ღირსებას, ე.ი.:
ü
შეეძლოს სხვების მოსმენა და გაგება.“[10]
მოცემული აზროვნების გამოყენება
გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, სადაც ვიყენებთ რაიმე ახლის ანალიზსს და წარსულში
დაგროვილ ცოდნას.
კიდევ უამრავი სტრატეგია
არსებობსკრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის, მაგალითად: კრიტიკული აზროვნების
განვითარება კითხვისა და წერის მეშვეობით, რომლის ავტორები არიან ამერიკელი მეცნიერები:
ჯ.სტილი, კ. მერედიტი, ჩ. ტემპლი, რომელთა მეთოდის საფუძველს წარმოადგენს დ.იუის და
ჟ. პიაჟეს ნაშრომები.
ტექნოლოგია „კრიტიკული
აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით“ , ხელს უწყობს გააზრებულად სწავლებას
და აღზრდას, აზროვნების სისხარტეს, ლოგიკურობას, კრიტიკულ გააზრებას, საკუთარი და სხვისი
აზრისადმი პატივისცემას, რომელთა გამოყენებით გაკვეთილი გაცილებით სასიამოვნო, საინტერესო,
მრავალგვარი და ცოცხალია.“[11]
ასევე არსებობს განათლების
სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის რეკომენდაციები კრიტიკული
აზროვნების განსავითარებლად, კერძოდ:
ü ,, მასწავლებელი ღია უნდა
იყოს სიახლეებისადმი - თუ პედაგოგს თავად არ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება
და არ არის ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შეძლებს მოსწავლეებში ამ უნარის
განვითარებას;
ü მასწავლებელმა არ უნდა
მოახვიოს საკუთარი შეხედულებები მოსწავლეებს - მასწავლებელმა ისე უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს
მასალა, რომ მათ ფიქრის, განსჯის და განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალება დაუტოვოს.
ü მასწავლებელმა უნდა დაამუხრუჭოს
მოსწავლეთა იმპულსურობა - ნაჩქარევ, დაუფიქრებელ პასუხს მოსწავლე ყოველგვარი ანალიზის
გარეშე იძლევა, რაც ვერ შეუწყობს ხელს კრიტიული აზროვნების განვითარებას;
ü მასწავლებელმა უნდა წაახალისოს
მოსწავლეთა დამოუკიდებლობა. ხშირად მოსწავლეები შეცდომის დაშვების შიშის, საკუთარ პასუხში
დაურწმუნებლობისა თუ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო მიჯაჭვულები არიან მასწავლებელზე,
რაც აფერხებს მათში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ამის თავიდან ასაცილებლად
მასწავლებელმა უნდა დაადგინოს მიჯაჭვულობის მიზეზი და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელობის
განვითარებას.
ü კრიტიკული აზროვნების
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ორიენტაცია აიღოს ხარისხზე და არა
დროზე. როდესაც მოსწავლეთა მუშაობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი დავალების შესრულებაზე
დახარჯული დროა, იქმნება საფრთხე, რომ ისინი ზედაპირულად მიუდგებიან განსახილველ საკითხს,
რაც ხელს უშლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ü მასწავლებელი, რომელიც
თავად ღიაა კრიტიკისათვის, მოსწავლეებს არ ახვევს საკუთარ აზრს, აძლევს მათ საშუალებას
იმსჯელონ, გააანალიზონ და შეაფასონ მის მიერ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება, ხელს
უწყობს აღსაზრდელებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ü მასწავლებელმა ხელი უნდა
შეუწყოს მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას, უნდა აგრძნობინოს, რომ პატივს სცემს და
ითვალისწინებს მათ აზრს, რაც აამაღლებს მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და საკუთარი
ღირსების გრძნობას.
ü აქტიური მსმენელი მასწავლებელი
ადვილად მოიპოვებს მოსწავლეთა ნდობას, ახალისებს მათ, იმსჯელონ საკუთარ ღირებულებებსა
და შეხედულებებზე. მასწავლებელმა უნდა აგრძნობინოს მოსწავლეს, რომ იგი ემფატიური მსმენელია
და მოსმენელის ანალიზს აკეთებს. ყველაფერი ეს კი ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაერკვეს
საკუთარ თავში, საკუთარი ღირებულებების შეფასებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
ü მასწავლებელმა ისე უნდა
დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ დაანახოს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების სარგებლიანობა,
რაც გაზრდის მათში მოტივაციას. ამის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა მარტო
მიღწეული შედეგი, არამედ უნდა წაახალისოს მოსწავლეთა მცდელობა. ასევე გასათვალისწინებელია,
რომ მასწავლებელმა რეალისტური და მიღწევადი მიზნები დაუსახოს მოსწავლეებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში, ყველანაირი ენთუზიაზმი ჩაქრება.
ü მასწავლებელმა ხელი უნდა
შეუწყოს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ თვითშეფასება, საკუთარი აზროვნების პროცესის
ანალიზი და აცნობიერებდნენ მათ მნიშვნელობას.“[12]
კრიტიკული აზროვნების
უნარჩვევები ადამიანს ყოველთვის სჭირდება, იგი სასარგებლოა ნებისმიერი მნიშვნელოვანი
საქმის გადაწყვეტილების მიღების დროს.
,,განათლების სპეციალისტები
ვერ შეთანხმდნენ სკოლაში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო გზაზე.
მრავალი
წელია მიმდინარეობს მსჯელობა, იმის შესახებ თუ რაზე უნდა იქნას გამახვილებული ყურადღება
სკოლებში - პროცესზე თუ შინაარსზე, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებზე თუ საბაზო ცოდნაზე,
მაღალი დონის აზროვნებაზე თუ აკადემიურ ინფორმაციაზე. განათლების ზოგიერთი სპეციალისტი
თვლის, რომ მოსწავლეებს უნდა ასწავლონ აზროვნება, მაშინ როცა სხვა სპეციალისტების აზრით
მოსწავლე ვერ ისწავლის ,,აზროვნებას“ აბსტრაქტულად. ისინი უნდა ფიქრობდნენ რაიმე კონკრეტულზე,
რაღაც სახის შინაარსზე. რაზე უნდა გაამახვილონ მასწავლებლებმა ყურადღება - ცოდნაზე
თუ აზროვნებაზე? “[13]
,,აზროვნების
ზედა დონეების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ასამოქმედებლად სასურველია გამოვიყენოთ
სპეციალური მეთოდიკები, ერთ-ერთი მეთოდიკაა მასწავლებლის მიერ დამაზუსტებელი კითხვების
დასმა, რომლებიც მოსწავლეს სწორი მიმართულებით წაიყვანს, ამის გაკეთება განსაკუთრებით
მაშინაა საჭირო, როდესაც მოსწავლეს ეძლევა რთული დავალება და იგი ვერ ახერხებს მის
გადაჭრას.“[14] მასწავლებელი დამაზუსტებელი
შეკითხვების გამოყენებით არ მისცემს მოსწავლეს თავის არიდების საშუალებას და ხელს შეუწყობს
მოსწავლის აზროვნების აქტივაციას.
მოსწავლეს ეხმარება, აზროვნების ამოქმედებაში,
გარკვეული სახით მიწოდებული ინფორმაცია. ,,განათლების სპეციალისტი დ. პერკინსი (Perkins 1992) ,,თეორია ერთი“ განიხილავს
ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს
აზროვნების ამოქმედებას.“[15]
ისტორიის
სწავლებისას, მოსწავლის სააზროვნო პროცესში ჩართვა მოიცავს, სამ ძირითად ამოცანას:
1.
ისტორიული მოვლენების
შესახებ მოსწავლეების მიერ მნიშვნელოვანი ცოდნის
დაგროვება - რა
მოხდა? რატომ
მოხდა? მოსწავლეები
გამოყოფენ რა
არის უფრო
მნიშვნელოვანი და
რატომ? ერთნი დაიცავენ
უცხოურ წყაროში
მოცემულ მოსაზრებას,
მეორენი კი
ქართულ წყაროებში
მოცემულ ინტერპრეტაციას. შეკითხვის სწორად ფორმულირების გარდა ასევე, საჭიროა
მოწოდებული ინფორმაციის ოდენობაც. შეიძლება მოსწავლეს მოუწიოს არგუმენტის მოფიქრება
ან შეფასების გაკეთება არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოყვანით - განხილვით. ამისათვის
წყაროში საკმაოდ უნდა იყოს ფაქტები, რაც საშუალებას მისცემს თავად გამოიტანოს დასკვნები.
2.
მოსწავლეების
მომზადება თანამედროვე მოვლენების ისტორიულ კონტექსტში დასანახად, განსახილველად და
პარალელების მოსაძებნად.
3.
მოსწავლეებისთვის
ისტორიული გამოცდილების გაზიარება, ისე რომ მათ შეძლონ ისტორიული ციტატების, ლიტერატურის
გაგება. [16]
,,თეორია ერთის“ ამოქმედებას
ხელს უწყობს სოკრატული მეთოდი, რომლის
გამოყენების დროს მასწავლებელი სვავს მხოლოდ პრობლემურ
და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. იგი სთხოვს მოსწავლეს აზროვნებას, რათა დამოუკიდებლად
მივიდეს მოსწავლე გადაწყვეტილებამდე. ეს მეთოდი გამოიყენება დისკუსიით, დებატებით,
პრობლემური შეკითხვების დასმით და სხვა. ,,ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა
მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას,
ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელსაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები
და სხვა.
მოსწავლეები თავისუფლად
გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ
ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.“[17]
მოსწავლეს
კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ეხმარება მედიაწიგნიერება, რადგან იგი მოსწავლეს
ეხმარება, ინფორმაციაში სიმართლის ამოცნობაში. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიაწიგნიერების
დანერგვას ფორმალურ სივრცეში, ასევე გვწამს, რომ მედიაწიგნიერების დანერგვა ჩვენი ქვეყნის
დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. საქართველოს ეროვნულ
სასწავლო გეგმაში ასახულია მედიაწიგნიერების საჭიროება, ყველა საგანში და სწავლების
ყველა საფეხურზე. საგანმანათლებო პოლიტიკა მწვანე შუქს უნთებს სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების
დანერგვის მსურველ მასწავლებლებს. მედიაწიგნიერება არის ის კომპეტენცია, რომელიც გვჭირდება,
რომ გავიკვლიოთ გზა ინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში.“[18]
თითოეული მკვლევარის,
პედაგოგის აზრი, რომელიც განვიხილეთ აღნიშნულ კვლევაში, მნიშვნელოვანია იმ პრობლემების
აღმოსაფხვრელად რა პრობლემებიც დღეს სკოლებშია კრიტიკული აზროვნების მხრივ, რაც ასევე
უმნიშვნელოვანესია ისტორიის საგანში, ისტორიული წყაროს განხილვის გაანალიზების დროს.
განვიხილე თითოეული სტრატეგია
და ჩამოვაყალიბე ჩემეული ხედვა ამ პრობლემის ამღმოსაფხვრელად. იმისთვის, რომ კრიტიკული
აზროვნება ვასწავლო მოსწავლეებს გამოვიყენებ კვლევაში განხილულ მეთოდებს და სტრატეგიებს,
რომელიც მიმაჩნია სწორედ.
III თავი
3.1 პრაქტიკული კვლევის არსი
ჩემი კვლევის არსი მდგომარეობს
შემდეგში: საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის, მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე, განათლებისა და სწავლის თეორიების გამოყენების კუთხით, მიღებული
გამოცდილების გაზიარება კოლეგებთან.
3.2 ძირითადი საკვლევი
თემის კითხვები/ქვეკითხვები
ჩემი კვლევის მთავარი
კითხვაა: როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს
X კლასში ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას კრიტიკული აზროვნება?
კითხვაში აღნიშნული პრობლემის
მიზეზების დადგენაში დამეხმარა მოცემული ქვეკითხვები:
კითხვა:
|
ქვეკითხვები:
|
რა მნიშვნელობა აქვს
მოსწავლეებში
კრიტიკულ აზროვნებას
ისტორიულ წყაროოებზე მუშაობისას?
|
ü რა მიზნით იყენებენ
მოსწავლეები კრიტიკულ აზროვნებას?(იდეების შემოწმების, შეფასების, განვითარების,
გამოყენების გამო)
ü რატომ აქვთ მოსწავლეებს
დაქვეითებული კრიტიკული აზროვნება ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას? (წყაროს სიდიდის/არქაული
ენის/ მცირე დროის გამო)
ü მოსწავლეებისთვის რომელი
გზაა მისაღები ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას კრიტიკული აზროვნების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?
(თეორიული ცოდნა/ვიზუალური გამოსახვა/პრაქტიკული
გამოცდილება/თანამედროვე სალიტერატურო ენა)
|
3.3კვლევის გეგმა
კვლევის განხორციელებისთვის
დამჭირდა 8 თვე.
აქტივობები
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
კვლევის იდენტიფიცირება
|
ü
|
|
|
|
|
|
|
|
მოსწავლეებზე დაკვირვება
|
|
ü
|
|
|
|
|
|
|
სკოლის მასწავლებლებთან პრობლემის განხილვა
|
|
ü
|
|
|
|
|
|
|
ლიტერატურის მიმოხილვა
|
|
ü
|
ü
|
ü
|
|
|
|
|
კვლევის გეგმის შემუშავება
|
|
ü
|
|
|
|
|
|
|
კითხვარების შედგენა
|
|
|
ü
|
|
|
|
|
|
მოსწავლეების/მშობლების/მასწავლებლების
გამოკითხვა
|
|
|
ü
|
|
|
|
|
|
მონაცემების შეგროვება და ანალიზი
|
|
|
ü
|
|
ü
|
|
|
|
ინტერვენციების დაგეგმვა,განხორციელება და შეფასება
|
|
|
|
|
ü
|
ü
|
|
|
კვლევის შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
ü
|
|
ანგარიშის მომზადება და შედეგების განხილვა - პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
|
|
ü
|
IV თავი
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფია
სსიპ დმანისის N3 საჯარო სკოლის X კლასი. კვლევაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მშობლები,
ამ კლასში შემსვლელი საგნის მასწავლებლები. კვლევა დაგვეხმარება კრიტიკული აზროვნების
უნარების განვითარებაში.
4.2 კვლევის მეთოდები
კვლევის წარმატებით განსახორცილებელად
საჭიროა სწორი მეთოდების შერჩევა. კვლევის განსახორციელებლად გამოვიყენე, როგორც თვისობრივი,
ასევე რაოდენობრივი მეთოდი.
თვისობრივი:
|
ü დაკვირვება - მეათე
კლასის მოსწავლეები
ü ფოკუს ჯგუფი - მეათე
კლასში შემსვლელი მასწავლებლები
|
რაოდენობრივი:
|
ü ანკეტირება - მეათე
კლასის მოსწავლეები
ü ანკეტირება - მეათე
კლასის მასწავლებლები
ü ანკეტირება - მეათე
კლასის მშობლები
|
V თავი
5.1 მონაცემთა ანალიზი
დაკვირვება
თავდაპირველად X კლასის მოსწავლეებზე ვაწარმოებდი დაკვირვებას, წინასწარ
განსაზღვრული კრიტერიუმებით. ვაკეთებდი ჩანაწერებს დაკვირვების დღიურში. ვაკვირდებოდი
რა დროს უნდებოდნენ წყაროს ანალიზს. ასევე, ვაკვირდებოდი რა ინტენსიობით წარმოაჩენდნენ
კრიტიკული აზროვნების უნარს. გარდა ამისა, თვალყურს ვადევნებდი სხვის ნააზრევს იმეორებდნენ
თუ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.
ამ დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ X კლასის მოსწავლეები, ისტორიის გაკვეთილზე საკმაოდ დიდ დროს ანდომებდნენ
წყაროს დამუშავებას, ეყრდნობოდნენ სხვის მოსაზრებებს და უჭირდათ იმის გაანალიზება იყო
თუ არა ესა თუ ის წყარო სანდო.
ფოკუს-ჯგუფი
შევქმენი ფოკუს-ჯგუფი X კლასში შემსვლელი მასწავლებლებისგან. ფოკუს-ჯგუფი შედგებოდა
5 მასწავლებლისგან.
ფოკუს-ჯგუფის მიზანი იყო გამეგო მათი აზრით ჰქონდათ თუ არა განვითარებული
მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარი.
ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზის დროს
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებში ნამდვილად არსებობდა კრიტიკული აზროვნების დეფიციტი.
ყველა მასწავლებელი შეთანხმდა, რომ პრობლემა არ იყო მარტივი და მოითხოვდა ბევრ მუშაობას
ერთმანეთის დახმარებით. მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფი
დამეხმარა სამომავლოდ რეკომენდაციების შემუშავებაში.
ანკეტირება
მოსწავლეებში ანკეტირების
შედეგად გამოიკვეთა:
1.
ჩანს
რომ მოსწავლეებმა იციან რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება.
2.
ამ მონაცემებიდან შეიძლება ვივარაუდოთ:
ა)მოსწავლეთა ნახევარი ფიქრობს, რომ კვლევა დაეხმარება კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებაში.
ბ)ნახევარს პასუხი არ აქვს ამ კითხვაზე.
3.
ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ მოსწავლეების
აზრით ისტორიის შესწავლაში წყაროს შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეების უმცირესი
ნაწილი ისტორიაში წყაროს სწავლას ნაწილობრივ ანიჭებს მნიშვნელობას, მოსწავლეების
25 % კი თვლის, რომ წყაროს შესწავლა ისტორიაში უმნიშვნელოა.
4.
ამ კითხაზე მოსწავლეების
პასუხებიდან გამომდინარე, მათი უდიდესი ნაწილი ვიზუალურ წყაროებზე მუშაობას ანიჭებს
უპირატესობას. მოსწავლეთა მეოთხედს არს ერთი სახის წყაროზე არ მოსწონს მუშაობა, წერილობით
წყაროზე მუშაობა არც ერთ მოსწავლეს არ მოსწონს, მოსწავლეთა უმცირეს ნაწილს კი ორივე
სახის ისტორიულ წყაროს მოსწონს.
5.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, კრიტიკულ
აზროვნებას ისტორიულ წყაროებზე მუშაობისასს მოსწავლეთა ნახევარი არ იყენებს, უმცირეს
ნაწილს არ აქვს ამაზე პასუხი, 37% კი თვლის, რომ იყენებს კრიტიკულ აზროვნებას.
6.
ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ისტორიულ
წყაროებზე მუშაობისას მოსწავლეების ნახევარს ერთულება ძველი, არქაული სალიტერატურო
ენით შედგენილი წყაროების აღქმა. უმცირესი ნაწილის თქმით უჭირს წყაროში გამოყენებული
უცხო სიტყვები, უმცირესი ნაწილისგან არც თუ დიდად განსხვავებული რაოდენობის აზრით წყარო
დიდია და უჭირს მისი გააზრება, ხოლო მოსწავლეთა მეოთხედი დროის სიმცირეს აღიქვამს პრობლემად.
7.
ამ კითხვიდან გამომდინარე, როცა წერილობითი
წყარო რთული გასაგებია მოსწავლეთა მეოთხედი ეკითხება სხვას წერილობითი წყაროს შესახებ
რათა გაიაზროს, უდიდესი ნაწილი თავს ანებებს კითხვას, 37 % კი წყაროს ყოფს ნაწილებად
და გააზრებულად კითხულობს.
8.
მოსწავლეების აზრით, ისტორიულ წყაროებზე
მუშაობისას კრიტიკული აზროვნების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ნახევარი თვლის, რომ ვიზუალური
გამოსახვა საუკეთესო საშუალებაა, მეოთხედის აზრით საუკეთესო საშუალება არქაული ენის
თანამედროვე ენით შეცვკლა ყველაზე კარგი გამოსავალია, უმცირესი ნაწილი გამოსავალს პრაქტიკულ
გამოცდილებაში ხედავს, უმცირესზე არც თუ ისე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თეორიული ცოდნა
უმჯობესია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
კვლევაში მიიღო მონაწილეობა
ამ კლასში შემსვლელმა 7 მასწავლებელმა.
ანკეტირების შედეგად
გამოიკვეთა,რომ ამ კლასის მოსწავლეებს აქვთ კრიტიკული აზროვნების დეფიციტი.
კვლევაში მიიღო მონაწილეობა
8 მშობელმა. მშობლების ანკეტირების შედეგად გამოიკვეთა:
1.
აქედან გამომდინარე
შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, მშობლების უდიდესი ნაწილის თქმით მათი შვილები არ კითხულობენ
კლასგარეშე ლიტერატურას, უმცირესი ნაწილი კი კითხულობს.
2.
ამ კითხვიდან ჩვენ
შეგვიძლია ვთქვათ რომ მშობლების აზრით მოსწავლეების ნახევარ არ აქვს დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღების უნარი. მშობლების მეოთხედს არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი, დანარჩენი
ერთი მეოხედი კი თვლის რომ მათ შვილს აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
3.
ამ კითხვიდან გამომდინარე,
მშობლების უდიდესი ნაწილის აზრით, მათ შვილს აქვს საკუთარი აზრის და შეხედულებების
ჩამოყალიბების უნარი. უმცირესი ნაწილის აზრით კი არ აქვს.
4.
აქ ჩანს, რომ მშობლების
უდიდეს ნაწილს არ აქვს პასუხი იმის შესახებ, რომ მათ შვილს შეუძლია თუ არა სხვათა ნათქვამის
ან შეხედულებიბის მიმართ საკუთარი კონკრეტული შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი, უმცირესი
ნაწილი ამ კითხვას დადებითად პასუხობს და თვლის რომ მათ შვილს აქვს ეს უნარი.
5.
ამ დიაგრამიდან ჩანს,
რომ მშობლების უდიდეს ნაწილს არ აქვს პასუხი მათ შვილს აქვს თუ არა მოთმინების სხვების
მოსმენის, საკუთარ შეხედულებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი, უმცირესი ნაწილის
აზრით კი მათ შვილს არ აქვს მსგავსი უნარი.
ფოკუს-ჯგუფი შედგებოდა
5 ჰუმანიტარული საგნის მასწავლებლისგან.
ფოკუს-ჯგუფთან პირველად
შეხვედრაზე მივაწოდე ინფორმაცია საკვლევ საკითხზე, მოცემულ საკითხზე გავმართეთ დისკუსია.
მასწავლებლები სიღრმისეულად მიუდგნენ ამ პრობლემას, რადგან თავადაც ჰქონდათ აღნიშნული
პრობლემა საკვლევ კლასში. შემდეგ შეხვედრებზე ფოკუს-ჯგუფთან მსჯელობისას გამოიკვეთა,
რომ მოსწავლეებს ეზარებათ ფიქრი, ურჩევნიათ უკვე სასწავლად გამზადებულ მასალასთან მუშაობა,
აქვთ წაკითხული ტექსტის გააზრების პრობლემა და არ აქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების
უნარი. ჯგუფის წევრები სიამოვნებით ჩაერთვნენ კვლევაში და დამეხმარნენ ინტერვენციების
დაგეგმვაში.
5.2 კვლევის მიგნებები
კვლევამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს:
ü მოსწავლეებს არ უყვართ
წერილობით წყაროებზე მუშაობა;
ü კრიტიკული აზროვნების
პრობლემა;
ü ეზარებათ ფიქრი, ურჩევნიათ
,,მზა პროდუქტის“ მიღება;
ü მტკიცებულებების გარეშე
მოყავთ არგუმენტები;
ü უადვილდებათ ვიზუალურ
წყაროებზე მუშაობა;
5.3
ინტერვენციები
პირველადი კვლევის შედეგების ანალიზით
დავსახე ინტერვენციები:
v წერილობითი წყაროების
ანალიზი
იმისთვის, რომ მესწავლებინა წერილობითი
წყაროს ანალიზი მოსწავლეებისათვის, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეების წყაროს კრიტიკულად
შესაფასებლად გამოვიყენე ჩემს მიერ შექმნილი სამახსოვრო ბარათი.(სამახსოვრო ბარათი
იხ. დანართი 4) ეს ბარათი მოსწავლეებს გადავეცი
ინდივიდუალურად და თითოეულს მივეცი წყარო ამ ბარათის მიხედვით გასაანალიზებლად. წერილობითი
წყაროს ანალიზს მოსწავლეებს დავალებად ვაძლევ სისტემატიურად.
v არგუმენტების დიაგრამა
როცა არგუმენტები წარმოდგენილია, დიაგრამის
სახით უფრო ადვილია კრიტიკული აზროვნება. ამ
დებულებას ეთანხმება ჩვენს მიერ ლიტერატურულ მიმოხილვაში მოყვანილი ერთ-ერთი მაგალითი.
(ჩემს მიერ შექმნილი არგუმენტების დიაგრამა იხ. დანართი 5)
ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების
გაანალიზებისათვის და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანისათვის მოსწავლეებთან ვიყენებდი
,,გრაფიკულ ორგანიზატორს“, ,,დისკუსიის რუკას“ და ,,მთავარი კითხვას“ ,[19]
რომელიც ვიზუალურია და როგორც გამოკითხვიდან გამოჩნდა მოსწავლეები უპირატესობას ანიჭბდნენ
ვიზუალურ წყაროს.
v უკუკავშირი მოსწავლეებს
საგაკვეთილო პროცესში
აუცილებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს უკუკავშირი მისცეს
მყისიერად. რადგან მოსწავლის გამოთქმული აზრი მასწავლებელს საშუალებას აძლევს უფრო
სწრაფად და გამიზნულად გასცეს უკუკავშირი. მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს რას ეხება
შენიშვნა, რა არის საჭირო ამ შეცდომის აღმოსაფხვრელად.
v წერილობით წყაროს ვიზუალური სახით წარმოჩენა
რადგან მოსწავლეებს უადვილდებათ ვიზუალურ წყაროებზე
მუშაობა, წერილობით წყაროებთან ერთად ვთავაზობდი ვიდეორგოლებს ამ წერილობით წყაროზე.ასევე
მოსწავლეები თავად ჩემთან ერთად ჩაერთნენ წყაროს ვიზუალურად წარმოჩენაში და ერთად ვქმნიდით
რესურსებს. ყურადღება გავამახვილე ფაქტების სანდოობაზე. სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული
ინფორმაციის სანდოობის ანალიზზე და შეფასებაზე. ამ მეთოდმა მოსწავლეებს საკითხი მრავალი
კუთხით დაანახა და უფრო მარტივი გახადა მათთვის წერილობით წყაროებზე კრიტიკულად აზროვნება.
(დანართი 6)
5.4 განხორციელებული ცვლილებები
ინტერვენციების განხორციელების
დაწყებისთანავე პარალელურ რეჟიმში ვხვდებოდი ფოკუს-ჯგუფის წევრ მასწავლებლებს. ვმსჯელობდით
თითოეულ ინტერვენციაზე. მივეცი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაძლიონ თავდაც ეს პრობლემა.
დასაწყისითვის შეიძლება
ითქვას, რომ მოსწავლეებს წყაროებზე მუშაობისას მივეცი სრული თავისუფლება წყაროს არჩევის
თვალსაზრისით. შერჩეული წყაროები მედიაწიგნიერების საშუალებით ვიზუალურად ვაჩვენე,
არგუმენტები და კონტრარგუმენტები წარმოაჩინეს ,,არგუმენტების დიაგრამაზე,“ რაც ადვილად აღქმადი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
მათ უფრო მეტი მოტივაცია მიეცათ აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. ასეთნაირად
წარმოჩენილმა წყაროებმა მოსწავლეებს განუვითარა დამოუკიდებლად კითხვის და მასზე საკუთარი
წარმოდგენის ფორმულირების უნარი.
VI თავი
6.1 ინტერვენციების შეფასების
მეთოდები
სამოქმედო გეგმის შესაბამისად,
ინტერვენციის შემდეგ ჩავატარე მოსწავლეებში გამოკითხვა, კითხვარის მეშვეობით.(კითხვარი,
იხ დანართი 7) მოსწავლეების აზრით გამოკითხვამ აჩვენა, რომ კრიტიკული აზროვნების უნარები
ჰქონდათ განვითარებული. მათი აზრით, მათ დაინახეს,
თუ რაში ჰქონდათ პრობლემები, აღმოაჩინეს რომ აკლდათ რწმენა, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული
გამოცდილება, რადგან ჩატარებულმა ინტერვენციებმა მათ შემატა თავდაჯერებულობა.
6.2 ინტერვენციების შედეგები
და მათი ანალიზი
განხორციელებული ინტერვენციების
შეფასების საფუძველზე მივიღეთ დადებითი შედეგი. მოსწავლებლების მაღალი ჩართულობით კვლევაში
მივაღწიე სასურველ შედეგს. ამ შედეგის მიღწევაში ასევე დიდი როლი მიუძღვის ფოკუს-ჯგუფს.
ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას
მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდებელი აზროვნება, პრობლემის დასმის და გადაჭრის გზების
მოძიების უნარი, აუცილებლად ჩათვალეს თეორიული
ცოდნა,(ფაქტების, იდეების, წყაროების, კონცეფციების მნიშვნელობა კრიტიკული აზროვნების
განვითარებისათვის) პრაქტიკული გამოცდილება.
არგუმენტების დიაგრამის,წერილობითი
წყაროს ვიზუალური წარმოჩენის, თეორიული ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით
ისწავლეს ფაქტების მოყვანა, საკუთარი პოზიციის გონიერი, მტკიცე დასაბუთება. მტკიცებულებებს
ამყარებდნენ სხვადასხვა წყაროებით, როგორც მედია ისე წერილობითი წყაროებით.
რაც შეეხება უკუკავშირს
კი მათ შეცდომები უსწორდებოდათ მყისიერად, რითაც შეძლეს ცოდნის განმტკიცება, რამაც
შემატა საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა.
ინტერვენციების შედეგად
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად გააცნობიერეს, რომ ,,კრიტიკულ აზროვნება სწორედ
საზოგადოებაში გამოიყენება და გაცილებით უფრო დიდ პრობლემებს წყევტს ვიდრე ეს საკუთარი
პიროვნების აშენებაა.“[20]
6.3 რეკომენდაციები
ჩამოვაყალიბე ჩემეული რეკომნდაციები წერილობითი წყაროს კრიტიკულად შეფასების
უნარების გასავითარებლად.
ü
საჭიროა მოსწავლეები სისტემატურად ვამუშაოთ წერილობით
წყაროებზე, რათა დაუგროვდეთ წყაროს ანალიზის
და კრიტიკულად შეფასების გამოცდილება.
ü
მოსწავლეებს სისტემატიურად მივცეთ უკუკავშირი.
ü
მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს წყაროების არჩევის
თავისუფლება.
ü
წყაროები იყოს მოსწავლის ინტერესის სფერო.
ü
მასწავლებელმა მოსწავლეს მტკიცებულებები გაამყარებინოს
წყაროდან მოყვანილი ციტატებით, რათა გაუღრმავდეს ცოდნა და შეძლოს მისი კრიტიკულად შეფასება.
6.4 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად, შესაძლოა, ჩაითვალოს სიღრმისეული ინტერვიუს არ ქონა.
ასევე, შესაძლებელი იყო ინტერვენციების განხორციელებისას მოსწავლეები წამეყვანა ექსკურსიაზე,
რომელიც დატვირთული იქნებოდა ისტორიული ძეგლების მონახულებით, რომელსაც განვიხილავდით
წყაროებში და გაავლებდნენ პარალელებს.
6.5 დასკვნა
ჩატარებულმა პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევამ, ,,კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ისტორიულ წყაროებში“, X კლასში, გვიჩვენა რომ მართლაც არსებობს ეს პრობლემა.
კვლევაში გავეცანით ამ
პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, აღვწერე ჩატარებული ინტერვენციები, დავამუშავე არაერთი
ლიტერატურა, ვისაუბრე ამ პრობლემაზე და დავსახე ჩემეული ხედვა ამ პრობლემასა და მისი
გადაჭრის გზებზე, პედაგოგებთან თანამშრომლობის გზით.
პედაგოგებმა ამ კვლევაზე
მუშაობისას დააგროვეს ცოდნა და გამოცდილება, კრიტიკული აზროვნების აუცილებლობის, მისი
გამომწვევი მიზეზებისა და გადაჭრის გზების შესახებ.
ვთვლი, რომ ეს კვლევა დადებითად აისახება ამ პრობლემის
აღმოფხვრაზე.
მოსწავლემ ამ პერიოდის განხორციელების პერიოდში ისწავლა:
ü კითხვის უნარი
ü აღქმის უნარი
ü ფიქრის უნარი
ü ანალიზის უნარი
ü საკუთარი აზრის დაფიქსირების
უნარი
ü საკუთარ შეხედულებებზე
პასუხისმგებლობის აღების უნარი
ü დამოუკიდებლად გადაწყვეტილების
მიღების უნარი
ü წყაროს კრიტიკული ანალიზი.
ამ უნარებით ისინი რეალურ
ცხოვრებას უფრო დაუახლოვდნენ, რამაც უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დააყენა მოსწავლეები.
მიუხედავად იმისა, რომ
ცვლილებები აშკარა იყო, ამ პრობლემის სრულად
მოგვარებისათვის უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო. სამომავლოდ დავისახავ ახალ მიზნებს
ამ საკითხზე და გავაგრძელებ უფრო სიღრმისეულ კვლევას საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან,
რადგან ვფიქრობ, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში განუვითარებ ამ უნარს მით უკეთეს შედეგს
მივაღწევთ.
ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვის
იქნება გზამკვლევი ეს კვლევა კრიტიკული აზროვნების დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
ბიბლიოგრაფია
6.http://mastsavlebeli.ge/uploads/kritikuli%20azrovnebis%20ganvitarebis%20zogierti%20teqnologiebi%20da%20strategiebi.pdf (ვნახე 7 ნოემბერს)
9. ბივერი სარა; ხუნძაყიშვილი მარიანა; განმავითარებელი
შეფასება დიფერენცირებული სწავლება.
10.ბერძენიშვილი ცვატა; მასწავლებლის წიგნი, გამომცემლობა:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; წიგნი 8, 2017 წელი.
11.ბოჭორიშვილი მანანა, გახელაძე გიორგი, გორგოძე სოფიო, ჭიაბრიშვილი ნინო,
ჭიაბრიშვილი ქეთევან; ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
მწიგნობარი 2013.
12. გორგოძე სოფიო, ჯანაშია თამარ; კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, წარმოსახვითი განათლება; თბილისი 2012
13. მოსიაშვილი
თამარ; მასწავლებლის წიგნი, გამჭოლი კომპეტენციები, წიგნი 4.
14. ჯანელიძე
ანა; ჟურნალი ,,მასწავლებელი“N5-2011 წელი.
15.
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს
აზროვნება,გამომცემლობა:თბილისი, ნაწილი
1. 2007 წელი.
დანართები
დანართი: 1
ანკეტა მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში
,,კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ისტორიულ წყაროებზე მუშაობის დროს“. თქვენი მონაწილეობა
ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის. გმადლობთ დახმარებისთვის.
1.
თქვენი
აზრით რა არის კრიტიკული აზროვნება?
ა) ფაქტების დამახსოვრება
ბ)იდეების აღქმა
გ)იდეების შემოწმება, შეფასება, განვითარება და გამოყენება
2.
როგორ
ფიქრობთ დაგეხმარებათ თუ არა ჩემი კვლევა კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებაში?
ა) არა
ბ) დიახ
გ) არ ვიცი
3.
თვლი
რომ, ისტორიულ წყაროებს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის შესწავლაში?
ა) დიახ
ბ) არა
გ) ნაწილობრივ
4.
რომელი
სახის ისტორიულ წყაროებზე მუშაობას ამჯობინებ?
ა) წერილობით ისტორიულ წყაროებზე
ბ) ვიზუალურ წყაროებზე (პლაკატი, სურათი, ფოტო, კარიკატურა....)
გ) არც ერთზე
დ) ორივეზე
5.
იყენებ
თუ არა კრიტიკულ აზროვნებას ისტორიულ წყარეობზე მუშაობისას?
ა) დიახ
ბ) არა
გ) არ ვიცი
6.
რა სირთულეებს
ხვდებით ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას?
ა) ძველი, არქაული სალიტერატურო ენით შედგენილ წყაროების
აღქმას .
ბ) წყარო დატვირთულია უცხო სიტყვებით.
გ) წყარო დიდია და მიჭირს მისი გააზრება.
დ) წყაროზე მუშაობისათვის მცირე დრო გვაქვს მოცემული.
7.
როგორ
იქცევი როცა წერილობითი წყარო შენთვის რთული გასაგებია?
ა) ვყოფ წყაროს ნაწილებად და გააზრებულად ვკითხულობ.
ბ) ვეკითხები სხვას მის შესახებ, რათა გავიაზრო,
გ) თავს ვანბებ და არ ვკითხულობ მეტს.
8.
ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას კრიტიკული აზროვნების დეფიციტის აღმოსაფხვრელად შენთვის რომელი
გზებია მისაღები?
ა) პრაქტიკული გამოცდილება
ბ) თეორიული ცოდნა
გ) ვიზუალური გამოსახვა (რუკების, დიაგრამების გამოყენება)
დ)
არქაული ენის შეცვლა თანამედროვე ენით
დანართი: 2
ანკეტა მასწავლებლებისთვის
მოგესალმებით
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მასწავლებლებში
,,კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ისტორიულ წყაროებზე მუშაობის დროს“. თქვენი მონაწილეობა
ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის. გმადლობთ დახმარებისთვის.
1.
იყენებთ
თუ არა კრიტიკულ აზროვნებას მეათე კლასში სწავლა-სწავლების პროცესში? თუ დიახ რა ფორმით?
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
2.
გაქვთ
თუ არა პრობლემები კლასთან მუშაობის დროს კრიტიკულ აზროვნებასთან?
ა)იშვიათად
ბ)ხშირად
გ)ყოველთვის
3.
რა სახის
პრობლემებს ხვდებით, კრიტიკული აზროვნების გამოყენებისას მეათე კლასში?
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
4.
ფიქრობთ,
რომ მოსწავლეებს ტექსტზე მუშაობისას დაქვეითებული აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი?
ა) დიახ
ბ)არა
გ) არ ვიცი
5.
რა მეთოდებს
იყენებთ კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად მოსწავლეებში?
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დანართი:
3
ანკეტა მშობელთათვის
მოგესალმებით
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მშობლებში
,,კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ისტორიულ წყაროებზე მუშაობის დროს“. თქვენი მონაწილეობა
ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის. გმადლობთ დახმარებისთვის.
1.
კითხულობს
თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას თქვენი შვილი?
ა) დიახ
ბ) არა
2.
აქვს
თუ არა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი თქვენს შვილს?
ა) დიახ
ბ) არა
გ)მიჭირს პასუხის
გაცემა
3.
აქვს
თუ არა საკუთარი აზრის ან შეხედულების ჩამოყალიბების უნარი თქვენს შვილს?
ა) დიახ
ბ) არა
გ) მიჭირს პასუხის
გაცემა
4.
თქვენს
შვილს აქვს თუ არა სხვათა ნათქვამის ან შეხედულების მიმართ საკუთარი კონკრეტული შეხედულების
ჩამოყალიბების უნარი კრიტიკული თვალსაზრისით?
ა) დიახ
ბ) არა
გ) მიჭირს პასუხის
გაცემა
5.
აქვს
თუ არა თქვენს შვილს მოთმენის, სხვების მოსმენის, საკუთარ შეხედულებებზე პასუხისმგებლობის
აღების უნარი?
ა)დიახ
ბ)არა
გ)მიჭირს პასუხის
გაცემა
დანართი :4
წყაროს წარმომავლობა - ვინ არის წყაროს ავტორი? როდის არის -დაწერილი
წყარო?
-რა სტატუსი აქვს ავტორს?
-რა ტიპის წყაროა?
-ვინ? რა? როდის? სად?
მიზანი
- რა მიზნით დაიწერა წყარო?
-რატომ?
ღირებულებები - რას ვიგებთ ავტორის
შესახებ?
-რას ვიგებთ დროის შესახებ?
-რა ვითარებაშო დაიწერა წყარო?
-ცვლის თუ არა ეს რამეს?
-არის თუ არა წყარო კრიტიკული?
-არის თუ არა წყარო სანდო?
-გამოხატავს თუ არა რომელიმე მხარის
პოზიციას?
-რა ხდებოდა ისტორიაში მაშინ როდესაც
ეს წყარო შეიქმნა?
-მოახდინა გავლენა ამ მოვლენებმა?
-ინფორმაციულია თუ არა წყარო?
ნაკლოვანებები
-რას არ გვამცნობს წყარო?რატომ?
-როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ
წყარო?
-არის ეს პროპაგანდა?
-არის წყაროში ურთიერთსაწინააღმდეგო
ინფორმაცია?
-ბუნდოვანია თუ არა წყარო? სანდოა?დაასაბუთე.
დაასა
-
|
ისტორიული
წყაროს ანალიზი
სამახსოვრო
ბარათი
|
დანართი: 5
არგუმენტების დიაგრამა
წყარო
II
|
წყარო
I
|
დანართი: 6
წერილობითი წყარო + ვიზუალური წყარო = წარმატება
დანართი: 7
მოსწავლეების კითხვარი ინტერვენციის შეფასებისთვის.
1.
თქვენი
აზრით ინტერვენციის განხორციელების შემდეგ გაგივითარდათ თუ არა კრიტიკული აზროვნების
უნარი?
________________________________________________________________________________________________________________________________________________
2.
ინტერვენციის
განხორციელებისას რა პრობლემები აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?
________________________________________________________________________________________________________________________________________________
3.
რომელი
უნარი გაგივითარათ ჩატარებულმა ინტერვენციებმა?
________________________________________________________________________________________________________________________________________________
4.
ჩატარებული
ინტერვენციებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
ა)წერილობითი წყაროების ანალიზი
ბ) არგუმენტების დიაგრამა
გ)უკუკავშირი მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში
დ)წერილობითი წყაროს ვიზუალურად გამოსახვა
ე)ყველა
5. გატარებული ინტერვენციების
შემდეგ შესძლებთ დამოუკიდებლად მუშაობას ისტორიულ წყაროებზე?
________________________________________________________________________________________________________________________________________________
პრაქტიკული კვლევის რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წელს (სექტემბრი-მაისი) განვახორციელე პრაქტიკული
კვლევა თემაზე - კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ისტორიულ წყაროებზე მუშაობის დროს X კლასში.
პრობლემის გამოკვეთის
შემდეგ დავიწყე მოსწავლეებზე უბრალო დაკვირვება, X
კლასის მოსწავლეებთან პრობლემის განხილვა, ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის
გეგმის შემუშავება. ამ ნაბიჯებმა მომცა საშუალება სიღრმისეულად გამომეკვლია ეს პრობლემა.
მოსწავლეებზე დაკვირვებამ გამიადვილა კითხვარების შედგენა. კითხვარები შევადგინე მშობლებისთვის,
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. ამ ეტაპზე მშობლებთან მხოლოდ კითხვარებით შემოვიფარგლე,
რაც შეეხება მასწავლებლებს, მათთან უფრო სიღრმისეულად ვიმუშავე, შევქმენი ფოკუს-ჯგუფი,
რადგან აღმოვაჩინე, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ იყო, ეს არის ყველა ამ კლასში შემსვლელი
პედაგოგის პრობლემა.
გამოკითხვის შედეგად და
ფოკუს-ჯგუფის წევრ მასწავლებლებთან შეხვედრების შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:
მოსწავლეებს
არ უყვართ წერილობით წყაროებზე მუშაობა, აქვთ კრიტიკული აზროვნების დეფიციტი,
ეზარებათ ფიქრი, ურჩევნიათ ,,მზა პროდუქტის“
მიღება,მტკიცებულებების გარეშე მოჰყავთ არგუმენტები,უადვილდებათ
ვიზუალურ წყაროებზე მუშაობა.
ამ ყველაფრის შემდეგ დავგეგმე
და განვახორციელე შემდეგი სახის ინტერვენციები:მუდმივად ვმუშაობდით წერილობით წყაროებზე,ავაგეთ
არგუმენტების დიაგრამა, დროულად ვაძლევდი უკუკავშირს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში,წარმოვაჩენდით
წერილობით წყაროს ვიზუალური სახით. ყოველი ინტერვენციის შემდეგ ვუზიარებდი კოლეგებს შედეგებს
და ვიღებდი მათგან უკუკავშირს.
ინტერვენციებმა
შესაძლებლობა მომცა, როგორც მე, ასევე ჩემს კოლეგებსაც, დაგვენახა მოსწავლეებში კრიტიკული
აზროვნების შესაძლებლობები, რომელთა წარმოჩენაც
თვითრიალიზების დეფიციტის გამო არ შეეძლოთ.
საბოლოოდ, მოვახდინე ჩემი ანგარიშის პრეზენტაცია
და გავაცანი მასწავლებლებს, დეტალურად რას მოიცავდა ჩემი პრაქტიკული კვლევა, რა იყო
ამ კვლევის მიზანი, რა ჩარევები მქონდა და რა რეკომენდაციები შევიმუშავე. მასწავლებლებმა
აღნიშნეს, რომ განხორციელებული ინტერვენციები მათაც დაეხმარება სწავლის პროცესში, კრიტიკული
აზროვნების განვითარებაში. მოვისმინე სხვადასხვა მასწავლებლის აზრი, მომცეს უკუკავშირი.
მათ მოეწონათ განხილული ლიტერატურა, გაუჩნდათ სურვილი უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ
იმ ავტორების ნაშრომებს, რომლებიც გამოვიყენე კვლევისას. მაგალითად, საბუნებისმეტყველო
კათედრის წევრმა მასწავლებელმა მირჩია, კარგი
იქნებოდა თუ გამოვიყენებდი - მმმ სტრატეგიას (მტკიცება, მტკიცებულება და მსჯელობა)
კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად.
ვფიქრობ,
რომ განხორციელებულმა კვლევამ დადებითად ჩაიარა,მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. კვლევის
წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი იყო თემის აქტუალურობა, რადგან კრიტიკული აზროვნება
21-ე საუკუნეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, ამიტომ არ შევჩერდები ამ ეტაპზე
და გავაგრძელებ უფრო სიღრმისეულად კვლევას. ვფიქრობ, თავიდან, რომ დამეწყო კვლევა, გავითვალისწინებდი
საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც, რადგან რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ ამ უნარის
განვითარებას მოსწავლეებში, მით უფრო მალე მივაღწევთ სასურველ შედეგს.
მასწავლებელი:
სოფიკო ადუაშვილი
[1] http://ncp.ge/files/ESG/2011-2016/%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.pdf
[7] ვისწავლოთ და ვასწავლოთ
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, მწიგნობარი 2013, სოფიო გორგოძე, მანანა ბოჭორიშვილი,
ნინო ჭიაბრიშვილი, ქეთევან ჭიაბრიშვილი, გიორგი გახელაძე. გვ.11
[8] კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, წარმოსახვითი განათლება, თბილისი 2012, მთარგმნელები სოფიო გორგოძე, თამარ
ჯანაშია. გვ.115
[9] კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, წარმოსახვითი განათლება, თბილისი 2012, მთარგმნელები სოფიო გორგოძე, თამარ
ჯანაშია.გვ 124
[13] მასწავლებლის წიგნი,გამომცემლობა:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ცვატა ბერძენიშვილი, წიგნი
8, 2017 წელი, გვ. 16
No comments:
Post a Comment