Thursday, June 27, 2019


ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

2019 წლის 28 თებერვალს ჩავატარე გაკვეთილი X კლასში.
გაკვეთილის თემა: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა განსაზღვრონ პრობლემა, მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზები, იმსჯელონ პრობლემის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე.
ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მივაღწიე გაკვეთილის გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. ვთვლი, რომ ყველა აქტივობა გაკვეთილის მიზანს შეესაბამებოდა. გაკვეთილი იყო დინამიური,თანმიმდევრული და ლოგიკური ბმებით გაჯერებული. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. მათ შეძლეს გასაანალიზებელი წყაროების კონცეპტუალური არსის წვდომა, პრობლემის ფორმულირება, გამოავლინეს მისი გამომწვევი მიზეზები, პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობისა და  მსჯელობისას გამოხატეს  საკუთარი დამოკიდებულება. იმსჯელეს ისტორიული პერსონაჟების პოლიტიკურ ქმედებაზე, არგუმენტირებულად დაასაბუთეს მათი ზნეობრივი მახასიათებლები. იმსჯელეს მეფეების ღვაწლის მნიშვნელობაზე, ანალიზის დროს წყაროდან მოიხმეს შესაბამისი არგუმენტები.
ზოგადად,პედგოგიურ პრაქტიკაში ,გავრცელებული აზრი, რომ თითქოს წყაროებზე მუშაობა მშრალ და მოკლე პასუხებს მოითხოვს. გაკვეთილის დაგეგმვისას გადავწყვიტე  ეს ,,მითი“ დამემსხვრია და ისეთი აქტივობები გამომეყენებინა, რომლებიც იქნებოდა მიზნის შესაბამისი, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, მრავალფეროვანი და პროდუქტიული. სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და მეთოდის გამოყენებით, ვცდილობდი მოსწავლეთა გააქტიურებას და ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, რათა ხელი შემეწყო მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისათვის. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი მოკლე და მკაფიო მითითებებს მსჯელობის სწორი მიმართულებისათვის.
გამოწვევის ფაზაზე გამოვიყენე გონებრივი რუკა, ,,ისტორიული დისციპლინები“, რომელიც მოსწავლეებისაგან მოითხოვდა ყურადღების კონცენტრაციას და წინარე ცოდნის გააქტიურებას. ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს ინტერესი გაუჩნდათ გაკვეთილზე განსახილველი წყაროების შინაარსის მიმართ. (დანართი 1)
აქტივობა, ,,სასჯელის დაწესება“ მოსწავლეებისაგან მოითხოვდა წყაროების გაცნობას, პრობლემის გამოკვეთას და მასში კონცეპტუალური კომპონენტისადმი დამოკიდებულებას. მოსწავლეებმა შეძლეს კითხვებზე პასუხების გაცემა, წყაროდან არგუმენტების მოძებნა და დასაბუთება. მათ თავად შეძლეს წყაროდან პრობლემის გამოკვეთა (დანაშაულის მომძლავრება), თუმცა პრობლემის ფორმულირებისათვის დასჭირდათ მინიშნება გეზის მიცემის თვალსაზრისით. წყაროებზე დაყრდნობით შეძლეს საერთო დასკვნის გამოკვეთა.
ამ აქტივობისთვის მოსწავლეები შევარჩიე ე.წ ,,მოძრავი ჩხირების’’ საშუალებით, რომელზეც დატანილი იყო მათი სახელები.გამოვიყენე შემთხვევითობის პრინციპი,რომლის მიხედვითაც ავირჩიე მოსწავლეები, რომლებმაც წარმოაჩინეს მოცემული წყაროები. შემოვიფარგლე განმავითარებელი შეფასებით, რათა უფრო ზუსტად მეკონტროლებინა სწავლის განვითარების დინამიკა და მოვმზადებულიყავი შემდგომი აქტივობისთავის. (დანართი 2)
მომდევნო აქტივობა იყო ,,პრობლემის გადამჭრელი ხე“, რომელმაც ვფიქრობ, რომ გაზარდა მოსწავლეთა  ჩართულობა. ეს აქტივობა ეფუძნებოდა წინა აქტივობას. მათ შეძლეს  ჩემ მიერ წინასწარ გამზადებულ  ფორმატზე წარმოეჩინათ პრობლემა, მიზეზები და შედეგები,მისი გადაჭრის გზები. მივეცი უკუკავშირი. (დანართი 3)
აქტივობა ,,თამარის პოლიტიკა“ მოითხოვდა ჯგუფურ მუშაობას, რის გამოც მოსწავლეები გადანაწილდნენ ორ ჯგუფად, მივეცი მათ სხვადასხვა წყარო. წყაროებზე მუშაობით და შესაბამისი არგუმენტების მოძებნით, მოსწავლეებმა შეძლეს ჩემ მიერ წინასწარ გამზადებულ და მიწოდებულ კითხვა-პასუხის სქემებში პასუხების მოძებნა, არჩევა და განთავსება. ჯგუფის წევრებს შორის ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობა, მუშაობის პროცესში გამოავლინეს პრეზენტატორები, რომლებმაც ჯგუფის საერთო მოსაზრება წარმოაჩინეს. ჯგუფები შეფასდნენ ჯგუფური ურთიერთშეფასების რუბრიკით, პრეზენტატორებს მივეცი განმავითარებელი შეფასება. მივაწოდე უკუკავშირი. (დანართი 4)
მომდევნო აქტივობა გულისხმობდა განხილული საკითხების გაგება-გააზრების დადგენას, მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრას. აქტივობამ,  ,,გიორგი მესამის პოლიტიკის შედეგი“  გამოკვეთა სხვადასხვა მოსაზრება კლასში, თუმცა მსჯელობისას მოსწავლეები შეჯერდნენ საერთო მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებზე, რომლებიც წარმოაჩინეს სქემაზე, რისი საშუალებითაც გამოიმუშავეს კავშირების დადგენის უნარი. (დანართი 5)
განსაკუთრებით მოსწავლეების გააქტიურება  გამოიწვია სადისკუსიო თემამ  ,,მამა-შვილის პოლიტიკა“, რომლის მიზანიც იყო დამედგინა თუ რა ცოდნა შესძინა ჩატარებულმა გაკვეთილმა მათ. თემატიკის  აქტუალობიდან გამომდინარე, დისკუსია საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ისაუბრეს სიკვდილით დასჯის ,,შემოღება-გაუქმების“ თემაზე, საკმაოდ მშვიდ გარემოში გამოვლინდა მოსწავლეთა აზრთა სხვადასხვაობა, საინტერესოდ გაავლეს პარალელები მეთორმეტე და ოცდამეერთე საუკუნოებს შორის. მოსწავლეებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად მოჰყავდათ არგუმენტები განხილული წყაროებიდან. ეს იყო შემაჯამებელი აქტივობა, რომელიც ბევრად უფრო აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა,ვიდრე ამას მოველოდი. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება, რამაც დამაფიქრა მეც და თითოეული მათგანიც.მართალია,უმეტესობა ჩართული იყო დისკუსიაში,თუმცა რამდენიმე მოსწავლეს ინერტულობა შევნიშნე.მიუხედავად ჩემი მცდელობისა,მაინც ვერ ჩავრთე და ვერ გავააქტიურე.ვფიქრობ,რომ სამომავლოდ უნდა დავფიქრდე დისკუსიის ფორმატის შეცვლაზე,თუკი ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდები,რომელიც ყველას ჩართულობას მოითხოვს. დისკუსიის ბოლოს მივეცი საშინაო დავალება, რომელიც ამ თემის ერთგვარი გაგრძელება იყო.
საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა მხრიდან საკუთარი მოსაზრების  დაფიქსირება  გაკვეთილის მიზნის შედეგზე გასვლასთან დაკავშირებით. გაკვეთილზე გამოვიყენე, როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასება. შევთანმხდით, რომ მომდევნო გაკვეთილზე განვიხილავდით ჯგუფური ურთიერთშეფასების შედეგებს.
წყაროების საინტერესოდ წარმოჩენისათვის მოსწავლეთა დაინტერესება რომ გამომეწვია, შევქმენი რესურსი  ,,იმიტაციური სიგელი“ და  წიგნი ,,ქართლის ცხოვრებისა“ . ვფიქრობდი, რომ ვიზუალური მხარე დადებითად იმოქმედებდა მოსწავლეთა ჩართულობაზე.  გამზადებული ცხრილების შაბლონებმა, ჯგუფური დავალებისთვის გათვალისწინებულმა  მასალამ,ცხრილებმა,სქემებმა,თემატურმა პოსტერებმა, ფერადი თაბახის ფურცლებმა, ე.წ ,,პრობლემურმა ხემ’’-გაკვეთილის მსვლელობისას, მართლაც,ხელი შეუწყო მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას და  აქტიურობას,რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია მომავალში გაკვეთილების დაგეგმვისას.
ვთვლი, რომ გაკვეთილის ტემპი და ლოგიკური ბმა თანმიმდევრული,ზომიერი და დინამიკური იყო; არ დამჭირვებია მოდიფიცირება; ზუსტად ვაკონტროლებდი დროის მენეჯმენტს,პრიორიტეტული იყო არაპირდაპირი სწავლების მეთოდი, მოსწავლეების შეფასებისას ვიყავი უფრო ორიენტირებული განმავითარებელ შეფასებაზე.
ვფიქრობ, რომ ჩატარებულმა გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა, იყო პროდუქტიული, რადგანაც მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა და განავითარეს წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევები.








დანართი: 1
ისტორიული დისციპლინები
დიპლომატია
სიგელი
აქტი
 










დანართი: 2
სასჯელის დაწესება
წყარო ა
რა არის წყაროს მთავარი აზრი?

წყარო ა
დოკუმენტის მიხედვით რა არის პრობლემა?

წყარო ა
თქვენი ვარაუდით რა შეიძლება ყოფილიყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები?

წყარო ა
გიორგი მესამემ გასცა ბრძანება:

წყარო ბ
გიორგიმ  მესამემ აღგავა:

წყარო ბ
წყაროს ავტორი ვარდან არაველეცი კიდევ რაზე საუბრობს?

წყარო ა და ბ
წყაროებზე დაყრდნობით რა საერთო დასკვნა შეიძლება გაკეთდეს?






დანართი: 3
მ ი ზ ე ზ ე ბ ი
პრობლემა
გადაჭრის გზები
შედეგები
 























დანართი : 4
ჯგუფი I
,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
უცნობი ქართველი მემატიანე XIII ს.
1.        რატომ თვლის უცნობი ქართველი
მემატიანე საჭიროდ ვარდან
დადიანის, გუზანის, ბოცო ბოცოს
ძის მოხსენებას?
2.        რა არის წყაროს ავტორის მიზანი და
მთავარი აზრი.

3.        რა მიზანი აქვს ავტორის მიერ
მოყვანილ თამარის სიტყვებს?






 











ბასილი ეზოსმოძღვარი ,,ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“
XIII ს.
1.        რა არის წყაროს ავტორის მიზანი და
მთავარი აზრი?
2.        წყაროში რომელი მონაკვეთი გვიჩ-
ვენებს, რომ თამარ მეფემ
,,სიკვდილით დასჯა გააუქმა“?
3.        ,,დავით სოსლანმა თამარის
დაუკითხავად დასწვა თვალები
გუზანს“-რის საილუსტრაციოდ
არის მოყვანილი ეს მაგალითი?


ჯგუფი II








 





დანართი: 5


ხელმოწერა:
თარიღი: 04.03.2019წ.

No comments:

Post a Comment